Sunday 25 September 2016
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მოცემულ მოდულში განვიხილეთ სასწავლო გარემო პროდუქტებზე დაფუძნებული სწავლება, ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენეთ ტექნოლოგიები,შევქმენით დოკუმენტი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
Tuesday 20 September 2016
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, გამანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შფასების რუბრიკები.
Sunday 18 September 2016
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.გავეცანით რუბრიკის გამოყენებას, ქულების მინიჭების სქემას.შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.
Tuesday 13 September 2016
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმა იმაში,თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი ჩემს თემაში,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
Sunday 11 September 2016
მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა,ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ,როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.
Tuesday 6 September 2016
მეორე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.დავისახეთ სასწავლო მიზნები, რომელთა გარშემო გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კიტხვები.მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა მოგვცა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შევქმენით პრეზენტაცია თემაზე და გაუზიარეთ კოლეგებს.
Sunday 4 September 2016
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმის პროცესში. გვქონდა ჯგუფში თავის გაცნობა,კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. ინტელის კურსი დამეხმარა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
Subscribe to:
Posts (Atom)